დიღმის მასივი, თბილისი, საქართველო

©2018. პრინტ პ • Print P

ქართული სტამბის ისტორია - პირველი ქართველი მბეჭდავები


ფოტოზე გამოსახულია არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ჩოლოყაშვილი), სხვა სახელით ცნობილი - ნიკიფორე ირბახი, რომელიც ქართული სტამბის დამაარსებლად ითვლება. ოღონდ, ეს სტამბა დაარსდა ქალაქ რომში, 1627 წელს.

1626 წ. პაპი ურბან VIII -ის დროს, არქიმანდრიტის ნ. ჩოლოყაშვილის თაოსნობით ჩამოასხეს ქართული ასოები. ეს ასოები არის მშობელი ჩვენის დროის აკადემიურის ასოებისა, ცოტათი განსხვავდება მით რომ ზოგ ასოებს ჭინჭვლის ფეხის მსგავსად ფრჩხილებ-კავები აქვს.

საქართველოში, კათოლიკის მისიონერებმა პირველად ფეხი დავით აღმაშენებლის დროს შემოდგეს, როცა საქართველო არაბთაგან განთავისუფლდა. მისიონერები საქართველოში კარგა ხანს დაშთენ, იგინი ურბნისის კრებასაც დაესწრნენ მერე საქართველოდგან ჰაოსიანეთში (სომხეთი) გადავიდნენ, იქ ჰაოსიანთ შორის ამათ პირველად ჰქადაგეს კათოლიკობა. საქართვალოშიაც ამათ გაავრცელეს კოთოლიკობა, დავით. აღმაშენებელმა მთელი საქართველოს ერი და ეკკლესია კათოლიკობას შეუერთა, პაპს დაუმორჩილდა. ამას ისტორიაც მოწმობს, საქართველოს ეკკლესია რომის ეკლესიასთან შეერთებული თამარ მეფის დრომდე დაშთა, ხოლო ამ მეფის დროს, ცხეთაში მომხდარ საეკკლესიო კრებამ გააცალკევა ქართული ეკკლესია რომის კათოლიკის ეკკლესიისაგან, ამის გამო თამარ მეფეს კარგის თვალით არ უმზერს ვინმე მესხი და სხვა ასეთი მწერალნი.

თოლიკობა. საქართვალოშიაც ამათ გაავრცელესკოთოლიკობა, დავით. აღმაშენებელმა მთელი საქართველოს ერი და ეკკლესია კათოლიკობას შეუერთა, პაპს დაუმორჩილდა. ამას ისტორიაც მოწმობს, საქართველოს ეკკლესია რომის ეკლესიასთან შეერთებული თამარ მეფის დრომდე დაშთა, ხოლო ამ მეფის დროს, ცხეთაში მომხდარ საეკკლესიო კრებამ გააცალკევა ქართული ეკკლესია რომის კათოლიკის ეკკლესიისაგან, ამის გამო თამარ მეფეს კარგის თვალით არ უმზერს ვინმე მესხი და სხვა ასეთი მწერალნი. დროის კვალად.

ამ დროდამ რომსა და საქართველოს შორის იმართება დიდი კავშირი, მისვლა-მოსვლა და მისიონერების გზავნა, უცხო ტომის მისიონერებს ქართული ენის უცოდინრობა ძრიელ უჭირებდათ საქმეს. პირველ წლებს, ესენი ქართულ-ლათინურ ფრანგულ ანბანის წიგნებს ხელით სწერდნენ, მერეკირაც ევროპაში სტამბა იქმნა შემოღებული და გავრცელებული ამიტომ კათოლიკის მისიონერებმაც იზრუნეს დიდათ, და 627 წ. რომში გახსნეს პირველად ქართული სტამაბა ამ სტამბის ისტორია რადგანაც ქვემოთ ვრცლად არის აწერილი, ამიტომ აქ მოკლედ ამ სტამბის დამაარსებელთ შესახებ მოვიყვანთ შემდეგ ცნობებს რაც იმ წერილში არა გვაქვს მოყვანილი.

ევროპაში სტამბის შემოღების შემდეგ, როგორც იქმნა ქართველებმაც გახსნეს სტამბა, მაგრამ ქართველებმა საქართველოშიკი არა, ან ქართველ მღვდლებმაკი არა, არამედ კათოლიკის მისიონერებმა და ისიც რომში, ევროპაში, ამ დიდი საქმის მოწყობაში მხოილოდ ერთი ქართველი რეულა, ისიც ქათოლიკობაზედ გადასული ეს ყოფილა არქიმადრიტ ნიკოლოზ ჩოლაყაშვილი, კათოლიკობა რომში მიიღო, მერე ნიკიფორე ირბახი ეწოდა ლათინური ენის კვალად, იტალიელ ბერებთან ესეც მარჯვენა ხელი ყოფილა სტამბის გახსნის საქმეში, ჩემს ნაწერ წიგნში ამ ნიკიფორეს შესახებ შეცდობით სხვა ნაირად მაქვს აღწერილი, აქკი მის შესახებ მოვიყვან ნამდვილ ცნობებს, რაც მიხ. თამარაშვილისაგან არის რომის არქივებში შეკრებილი.

კათოლიკის მისიონერები იტალიიდამ საქართ. წასვლის დროს ყოველთვის სთხოვდნენ კონგრეგაციას, რომ ქართულ იტალიურ ენა სასწავლო წიგნები გვიბოძეთ, რომ მით ქართული ენა შევისწავლოთ და ხალხსაც მით გასაგები ენით ველაპარაკოდ, თორემ ფრანგულ-იტალიურ-ლათინურით ჩვენ ვერას ვიქმთ, ვერც ვიმოქმედებთ ვერც კათოლიკობას გავავრცელებთ მათშიო, რომის კონგრეგაცია ქართული წიგნების უქონლობის გამო დიდათ დამწუხრებული იყო, მისიონერები ქართულ იტალიურ ხელთნაწერ წიგნების კითხვა ღა სწავლებაც დიდათ ეძნელებოდათ.

ეს სიძნელე ძლეულ იქმნა XVIII საუკ. პირველ წლებს პაპის ურბან მერვეს დროს. ამ დროს. საქართველოში სცხოვრობდნენ: მისიონერ მაჯი, პაულინი და სხვანი. ამათ თავს იდვეს აუცილებლად ქართული სტამბის დაარსება, საქართველოდამ რომში წერილების წერა და პაპის წინაშე მუდარება სტამის გახსნაზედ, ქართულ წიგნების ბეჭდვაზე. რომის ტახტმა შეისმინა ამათი მუდარება, კონგრეგაციამ გადასწყიტა ქართული სტამბის დაარსება, მაგრამ ფიქრობდნენ ამისთვის თუ მათ სად დაეარსებინათ ეს სტამბა რომში, თუ საქართველოში, უმთავრესად საჭიროდ მიაჩნდათ საქართველოში. მაგრამ სიშორის გამო დაბრკოლება უჩნდებოდათ, ამიტომ საქმე დროებით შეჩერდა, ცოტახნის შემდეგ კარდინალთ შორის გადასწყდა კითხვა ასე: რადგანაც საქართველო ევროპისაგან შორს არის, რადგანაც ამ საჭირო სტამბის გახსნის საქმე იქ ვერ ხერხდება, ამიტომ იგი რომში მაინც გავხსნათ და ჩვენის მისიოს-ერებისათვის საჭირო წიგნები აქ მაინც ვბეჭდოთ. კარდინალების ეს მოსზრება კონგრეგაციამ მოიწონა, ქართული სტამბის დაარსების საქმე 1620 წ. გათავდა.

მცირე ხანს შემდეგ, ამ გარემოებას, ანუ ქართული სტამბის გახსნის დაჩქარებას ხელი შეუწყო შემდეგ საქმემ:

შაჰაბაზისაგან საქართველოს აკლების შემდეგ, ევროპაში რამდენ გზისმე გაგზავნილ იქმნა არქიმანდრიტი ნიკოლოზ ჩოლაყაშვილი, ეს ნიკოლოზი იერუსალიმს იყო გაზრდილი, იგი იყო ძე რომან ჩოლაყაშვილისა, დედა ამის ყოფილა არაგვის ერისთავის ასული. ამაზედ ტიმოთე მთავ. ეპის. სწერს შემდეგს: - „კაცი სახელოვანი წინამძღვარი მცხეთის ქალაქის და მოძღვართ - მოძღვარი კახეთს, ოდიშს სოფლის კოცხელაურისა და იერუსალიმის ჯვარის მონასტრისა და გოღგოთას სამკვდროსა ჩვენისა არქიმანდრიტი“ და სხვანი. აქედამ სჩანს, რომ ნიკოლოზ არქიმანდრიტს მთელ საქართველოში ჰქონია სახელი, იგი მოძღვარია კახეთის მეფის, მასთან ქართლის მეფის, იმერეთის და თვით სამეგრელოს მთავრისაც. სჩანს, რომ მართლაც იგი გონიერი კაცი უნდა ყოფილიყოს.

ეს ნიკოლოზ ნიკიფორე არქიმანდრიტი რამდენ გზის მე იყო რუსეთს და ევროპაში ქართველთაგან ელჩად გაგზავნილი. ამას ანდობდნენ ევროპის სახელმწიფოთ პირთა წინაშე შუამდგომლობას როგორც კახეთის მეფე, ისევე ქართლის, იმირეთის და სამეგრელოს მთავარიც, რუსეთში მგზავრობის შემდეგ, წავიდა რომში 1619 წ. პაპის წინაშე აღიარა კათოლიკობა, ამას დიდათ ხელს უწყობდნენ მეგობარ მისიონერები. ამათგან თავისუფლად შეისწავლა ევროპიული ენები, აზიური ენებიც კარგად იცოდა. რამდენ გზისმე იყო რომს; ნეაპოლს, მადრიდს, ისპაანის მეფესთან, საფრანგეთსპარიზს, გერმან-პრუსიას, იტალიას და სხვა სახელმწიფოებშიც. ამ ნიკიფორეს მოიხსენებს XVII საუკ. მოგზაური შარდენი და ლამბერტიც, ამისაგან ევროპიულ ენების ცოდნას ესენიც ასაბუთებდნენ.

ნიკიფორემ მთელს ევროპაში ქართველ ერის კარგი ელჩის სახელი მოიხვეჭა, პაპის წინაშეც იგი გახდა მოწინავე პირი. ურბან მერვე ამას დიდს პატივს აგებდა, რომში ისე წაუვიდა საქმე, რომ როცა საქართველოს შესახებ, პაპის წინაშე კარდინალების კრება იყო ხოლმე, იქ ნიკოლოზიც ესწრებოდა, საქართველოს შესახებ თავისუფლად ლაპარაკობდა. რომიდამ ნიკიფორე ირბახი ევროპიელთ სახელმწიფოებსაც ხშირად მიმართავდა წერილებით და საქართველოს წესახებ დახმარებას სთხოვდა. ნიკიფორე რომში დარჩა კარგა სანს. ამის დროს, რომის ტახტს მრავალ გზის მისცეს სხვა და სხვა მოხსენებანი პატრი პეტრე ავითაბოლიმ, არქანჯო ლამბერტიმ, პატრი იოსებ ჯუდიჩმა და მრავალთაც სხვებმა, რომელნიც საქართველოს მდგომარეობას დიდის გულსაწვავის მიმართვით ნუხსავდნენ და ააშკარავებდნენ ევროპიულთ წინაშე. 1620 წ. პაპის კარდინალთა კრება დიდს პატივ საცემ ქებას უძღვნის ნიკიფორეს: - „ვინაიდგან პრაპაგანდის კრებამ კარგად დაიხსომა თქვენი ბრძენი მოქმედება და განსაკუთრებული გულ მოდგინება. რაც აქ ყოფნის დროს გამოიჩინედ საქმეთა წარმოებაში“ და სხვანი ასეთ ასეთი სიტყვანი. ნიკოლოზ-ნიკიფორე 1631 წ. უკვე საქართველოშია და სამეგრელოში სცხოვრებს.

ნიკოლოზ-ნიკიფორემ ევროპას და რომს დაჰყო ათ წელიწადზედ მეტი, ამ ხნის განმავლობაში, მან დიდათ იშრომა ქართული სტამბის გახსნის სასარგებლოდ. როგორც ქართველმა და ქართული ენის მცოდნემ, მან დასწერა ქართული ანბანი, ამის თანა დასწრებით იქმნა ამ ასოების ყალიბებიც გაკეთებული. მის მერე ასოებიც ჩამოასხეს, მასთან სტამბაც დაარსეს, სტამბის საქმე ისე მოეწყო რომ პირველი ქართული წიგნები თვით ნიკიფორეს დროსვე დაიბეჭდა, ამის თანა დამსწრე ეს იყო, რისთვისაც იგი კათოლიკის მისიონერებთან დიდათაც შრომობდა. ამავე ნიკოლოზ-ნიკიფორეს დიდათ უმეცადინია რომის უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის კათედრაც დაუარსებიათ, მასზედ ქართული ენის პროფესორებიც დაუდგენიად. ასეთ შრომას გარდა ნიკოლოზ-ნიკიფორე ქართულ წიგნების შედგენაშიაც იღებდა მონააწილეობას, სხვათა შორის ეს შრომობდა იმ ქართულ-თათრულ-ლათინურ ლექსიკონის და გრამატიკის შედგენაზედაც, რომელიც 1651 წ. იქმნა იქვე, რომს, ცალკე წიგნად გამოცემული, ვრცელი ტომია, ქართულ-ლათინურ თათრულის ასოებით არის დაბეჭდილი.

რომში ქართული სტამბის მომზადებას შეუდგნენ 1623 წ. დაარსება იქმნა სტამბის 1627 წ. ქართული ასოები პირველად სანიმუშოდ დბაეჭდეს 1625 წ. ქართული წიგნები პირველად რომში გამოიცა 1627 წ. შემდეგ ამის ეს სტამბა მუშაობს ქართული წიგნების სასარგებლოდ. 1651 წ. გამოსცეს ვრცელი ტომი ქართულ იტალიურ-თათრულ ლექსიკონის და გრამატიკა. მის შემდეგ სტამბის საქმე იფარება, თუ ისპობა ამის ჩვენ არა ვიცით რა, ხოლო შემდეგკი მთელს ამ საუკუნეში ქართულს ენაზედ აღარაფერი იბეჭდება. სტამბის მუშაკათ ითვლება როგორც ქართული ენის მცოდნე ქართველი ნიკოლოზ-ნიკიფორე ირბახი, მასთან პატრი მაჯი,პატრი პავლინი, პატრი ავითაბალი და ზოგნიც სხვანი, რომელთაც ქართული ენა კარგად იცოდნენ და სტამბაში წიგნების აწყობასაცკი ესენი ასრულებდნენ.

ამიტომ ქართული სტამბის დაარსების ისტორია უნდა ჩაითვალოს 1625 წ. როცა ქართულ ანბანმა პირველად სანიმუშოდ ბეჭდვა ნახა და არა 1708 წ. როცა ვახტანგ მეფემ გახსნა თფილისში ქართული სტამბა. ამ სტამბის დაარსების შემდეგ მიხ. თამარაშვილი ამ სიტყვებს სწერს:

- „საქართველოსთვის ეს საუკუნე კიდევ იმით არის შესანიშნავი, რომ 1627 წ. როდესაც საქართველოს ჯერ სიზმრადაც არ ექმნებოდათ გაგონილი, რომშიკი პატრებს ქართული სტამბა დაარსეს, გამოსცეს ქართული წიგნები და მით ევროპას ჩვენს ერთან ერთად გააცნეს ეგრეთვე ქართული ენა და ლიტერატურაც, გამოსცეს როგორც ლექსიკონი, გრამრნიკა, კატეხიზმა და სხვანი“. სამწუხაროდ ასეთ დიად სასტამბო საქმის ცნობა ჩვენთვის 1651 წ. შემდეგ ჩუმი არს, როგორ და სად არსებობდა იგი, იბეჭდებოდა რამე თუ აღარა გამოუციათ რა, ამის არაფერი ვიცით, ხოლო შემდეგკი, ანუ XVIII საუკუნემკი სჩნდება ამ სტამბის არსებობის ცნობები. აქედამ სჩანს, რომ 1650 წლების შემდეგ ეს სტამბა არ მოსპობილა, ამ სტამბის განახლების მიზეზათ რადგანც პატრი გორელი ტულუკაანი დავითა ითვლება, ამიტომ აქ მოკლედ ამ პირის შესახებ ცოტა რამ ცნობებს მოვიყვანთ, რადგანაც მის შესახებ ჩვენ ცალკეც გვაქვს ვრცელი წიგნი დაბეჭდილი 1898 წ.

საბა ორბელიანის თავოსნობით, 1725 წ. რომში გაუგზავნიად სასწავლებლად ტულუკაშვილი დავითი, ამ დროს დავითი 23 წლის ყოფილა, ამავ წლის 10 ივლის, დავითი სასწავლებლად შესულა კოლეგიაში. 1726 წ. კოლეგიას ფიცი მისცა. 1732 წ. 22 მარტს, დაიცვა ფილოსოფიის საჯარო დისერტაცია, 1733 წ. მღვდლად ეკურთხა. 1734 წ. 28 ნოემ. გარდაიცვალა. ამ დავითს უზრუნვია რომის სტამბის განახლებისთვის და ეს მოუწყვია კიდეც. ამის განახლება მას მიტომ მოუნდომია, რადგანაც მას ქართული წიგნებიც უწერია, იქ მათი ბეჭდვაც სურვებია, მაგრამ ამას იგი ვეღარ მოსწრებია, გარდაცვლილა. სტამბაკი მოუწესრიგებია, მოუმზადებია, ეს მომზადებულ-განახლებული სტამბა დარჩენილა დროებით, ისევ უმოძრაოდ. პატრი დავითას კონგრეგაციისთვის უთხოვნია სიკვდილს წინედ, რომ ქართული სტამბა განახლდეს, იგი არ იქმნეს წინანდელივით დავიწყებულიო.

რომის ტახტს პატრი დავითას დავლება შეუსმენიად, სტამბისთვის ყურადღება მიუქცევიად და როცა გარემოებას ხელი შეუწყვია, მაშინ მათ სტამბა განახლებით გაუხსნიათ კიდეც, პატრი დავითას ქართული ხელთნაწერები მრალად ჰქონია ნაწერ-დასაბეჭდად მომზადებულნი. ზოგი იტალიურის ენიდამ ნათარგმნი, სხვათა შორის ლათინურიდამ უთარგმნია „საქრისტიანო მოძღვრება“ წინასიტყვაობით დასაბეჭდად გამზადებული. ასევე ნათარგმნი ჰქონია თომა კემფელის წიგნი „მიბაძვა ქრისტესი“ და მასთან სხვებიც, მაგრამ მათ დაბეჭდვას ვერ მოსწრებია. მის სიკვდილის შემდეგ, რომში გაჩნდა ერთი ქართველ კათოლიკე მღვდელი, სომხის კათოლიკეთ ტიბიკონზედ მდგარი, ვენეციის მიხთარისტებისაგან გაზრდილ გადაგვარებული, ხოლო ქართული ენის მცოდნეკი.

კონგრეგაციის თავოსნობით ამ ქართველ გვარის მხითარისტ მღვდელს დაევალა ტულუკაანთ დავითას წიგნების გამოცემა, დავითის სიკვდილის შემდეგ, 1740 წ. ქართული სტამბა მალე იქმნა განახლებულ-გაღებული, ამ განახლებულ სტამბაში ხსენებულმა ქართველ ტომის და ენის მღვდელმა გამოსცა მარტოდ „საქრისტიანო მოძღვრება“ 1741 წ. წიგნში ერთ ალაგას მან, როგორც მხითარისტებისაგანგაზდილმა დავითას გვერდზედ „სომეხიც“ მიუმატა და გამოვიდა: - „გორელი პატრი ტულუკიანთ სომეხი დავითა“. რომში ამის შემდეგ ეს სტამბა აღარ მოისპობილა, აქ XVIII საუკ. გასვლამ დის ქართული წიგნებიც იბეჭდებოდა. მაგალითებრ როგორც 1799 წ. ამავ პატრი დავითას წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“ მეორედ იქმნა გამოცემული ახალციხელის სომეხ კათოლიკეთა ტიბიკონის მღვდლის გრიგოლ ბაღინოვასაგან. რომის ქართულ სტამბამ 1626 წლიდამ ჩვენთვის ცნობით იარსება XVIII საუკ. გასვლამდის, იგი არც შემდეგ მოისპოXIX საუკ. ვენეციის სტამბაც ამ სტამბის საძირკვლიდამ იქმნა აღმოცენებული, რომლის მეთაურთ, ითვლება აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი და კათოლიკეთ მღვ. ივ. მამულაშვილი, ამათის მეცადინეობით და შრომით გაიხსნა სომეხთა ვენეტიკის ბერების სტამბის მახლობლად ქართული სტამბა, სადაც იმავ დროს მათ ქართული წიგნებიც გამოსცეს.

სიტყვა „სომეხ კათოლიკეთ“ ქართველებს დაერქვათ 1740 წ. აქამდის ქართველებში მისი ხსენებაც არ იყო. ყველა ქართველი რომის კათოლიკეთ ირიცხებოდა, მხითარისტებმა რაკი ნახეს უპატრონო საქართველოს კათოლიკობა, მერე ამათგან ქართველ კათოლიკეთ შვილებს წაყვანა უწყეს და მხითარისტებში სომხურად გაზრდა, მერე მღვდლად კურთხევა, მასთან იმასაც არწმუნებდენ, რომ თქვენ სომეხ-კათოლიკენი ხართო. ასეთ ქართველებს მხითარისტები ეხლაც სძდიონ. პატრი დავითასკი თავის შესახებ ერთ ალაგასაცკი არა აქვს ნახმარი, რომ იგი სომეხ-კათოლიკე იყო.

------------

© წიგნიდან: ქართული სტამბები, ნიკოლოზ ღოღობერიძე და ზოგი ქართველთა მოღვაწენი,

#ფაქტები #ისტორია #საინტერესო #ქართულისტამბა #ბიოგრაფია