დიღმის მასივი, თბილისი, საქართველო

©2018. პრინტ პ • Print P

ბეჭდური სამყაროს ისტორია


ბეჭდური სამყაროს მსოფლიო ისტორია მრავალი საუკუნის წინ დაიწყო და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად ბიზნესად იქცა. დღევანდელ პოსტში, ძალიან მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.

XIV საუკუნის ევროპაში გავრცელებული იყო ტყავზე ბეჭდვა, ხოლო XV - ტყავი ჩაანაცვლა ქაღალდმა, რამაც გაცილებით გააიოლა სასტამბო საქმე. ქაღალდი, რომელიც საჭირო იყო დასაბეჭდად ევროპაში არაბებმა შემოიტანეს ჩინეთიდან, მაგრამ ისტორიკოსთა აზრით, ეს არ ამტკიცებს იმას, რომ აზიამ მოახდინა გავლენა ევროპული ბეჭდვითი ტექნოლოგიების განვითარებაზე.

სტანდარტული სახის წიგნის პირველი ნიმუში შეიქმნა ჩინეთში 593 წელს. ხოლო პირველი გაზეთი დაიბეჭდა პეკინში 700 წელს. პირველი სრულყოფილი ილუსტრირებული წიგნი 868 წელს დაბეჭდა Diamond Sutra-მ ჩინეთში. 1041 წელს ჩინელმა მბეჭდავმა ბი შენგმა გამოიგონa Movable type.

ხეზე ბეჭვდიდან მეტალზე (Metal type) გადასვლა მოხდა კორეაში, მის ფუძემდებლად ითვლება Choe Yin-ui. მისი პირველი ნიმუში იყო „ბუდიზმის სწავლება“, რომელიც დაიბეჭდა 1377 წელს. ეს პირველი, მეტალის, მოძრავი წიგნი (Movable Metal Type). ინახება პარიზის ეროვნულ ბიბილოთეკაში.

შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული ხისა და მეტალით კომბინირებული წიგნები.

მოგვიანებით დაიწყეს ქსილოგრაფიული (ხეზე დანით ასოების ამოჭრა) მეჭვდა. ამ მეთოდით შექმნილი პირველი წიგნი 1423 წლით თარიღდება.

მე-17 საუკუნეში გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში ბეჭდვითი საქმანობა გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდებოდა, ამიტომ ამ ქვეყნებში ბეჭდვა ვერ განვითარდა. მხოლოდ ნიდერლანდებში ვითარდებოდა ბეჭდვითი საქმინობა თავისუფლად. 1638 წელს დაარსდა პირველი სტამბა ამერიკაში, კემბრიჯში (მასაჩუსეტი). შემდეგ უკვე ბოსტონში, ფილადელფიასა და ნიუ-იორკში. ამავე პერიოდში ბეჭდვა გავრცელდა ინდოეთსა და იაპონიაში.

მე-18 საუკუნის სტამბებიდან გამოირჩევა: ბერლინში - დეკერა, ლაიფციგში - ბრეიტკოფა, პარიზში - ფურნიე და ლონდონში - ბასკერვილი. მე-19 საუკუნეში გერმანიაში სტამბები გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისაგან და მათში ახალი კაპიტალი ჩაიდო.

#საინტერესო #ისტორია #ფაქტები #ბეჭდურიმომსახურება